
მარკოზის სახარება 6:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად.
მარკოზის სახარება 6:46 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 6:46 კონტექსტში
6:44ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.
6:45მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
6:46ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად.
6:47მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე.
6:48და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 6:46
- მარკოზის სახარება 1:35ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.
- მათეს სახარება 6:6შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
- ლუკას სახარება 6:12მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა.
- მათეს სახარება 14:23ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:21ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 6
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში