
მათეს სახარება 14:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.
მათეს სახარება 14:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 14:23 კონტექსტში
14:21ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
14:22და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
14:23ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.
14:24ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა.
14:25და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 14:23
- ლუკას სახარება 6:12მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა.
- მარკოზის სახარება 6:46ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად.
- იოანე 6:15იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე.
- იოანე 6:17ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.
- მათეს სახარება 6:6შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
- მათეს სახარება 26:36მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ.
- მოციქულთა საქმენი 6:4ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი.
- ლუკას სახარება 9:28მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 14
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში