
მარკოზის სახარება 7:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?
მარკოზის სახარება 7:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 სექტემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 7:18 კონტექსტში
7:16ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:
7:17ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.
7:18და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?
7:19ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 7:18
- მათეს სახარება 15:16ხოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა?
- მათეს სახარება 15:17ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.
- ებრაელთა მიმართ 5:11ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ამის თაობაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან სმენის თავი აღარა გაქვთ.
- მათეს სახარება 16:11ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი?
- ლუკას სახარება 24:25იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი!
- ესაია 28:9ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ?
- ესაია 28:10რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ;
- იოანე 3:10ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 7
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში