
მარკოზის სახარება 7:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.
მარკოზის სახარება 7:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 სექტემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 7:17 კონტექსტში
7:15არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.
7:16ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:
7:17ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.
7:18და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?
7:19ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 7:17
- მათეს სახარება 15:15მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი.
- მათეს სახარება 13:36მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
- მარკოზის სახარება 9:28როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?
- მარკოზის სახარება 4:34ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მოწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.
- მათეს სახარება 13:10მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?
- მარკოზის სახარება 4:10როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 7
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში