
მარკოზის სახარება 8:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:
მარკოზის სახარება 8:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 სექტემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 8:1 კონტექსტში
8:1იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:
8:2მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი.
8:3მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:1
- მათეს სახარება 15:32ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში.
- მათეს სახარება 15:39და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს.
- მარკოზის სახარება 6:34გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება.
- მარკოზის სახარება 6:44ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში