
მარკოზის სახარება 8:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი.
მარკოზის სახარება 8:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 სექტემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 8:2 კონტექსტში
8:1იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:
8:2მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი.
8:3მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული.
8:4მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:2
- მათეს სახარება 9:36და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.
- მიქა 7:19კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
- ფსალმუნები 145:15ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
- ფსალმუნები 103:13როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
- ებრაელთა მიმართ 4:15რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
- მარკოზის სახარება 1:41შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე;
- მარკოზის სახარება 5:19მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა.
- მათეს სახარება 4:2და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში