
მარკოზის სახარება 8:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო.
მარკოზის სახარება 8:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 8:16 კონტექსტში
8:14მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში.
8:15უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.
8:16ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო.
8:17მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული?
8:18თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:16
- ლუკას სახარება 20:5ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?
- მათეს სახარება 16:7ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.
- მათეს სახარება 16:8მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?
- ლუკას სახარება 9:46მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში