
მათეს სახარება 16:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.
მათეს სახარება 16:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 8 კვირის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 16:7 კონტექსტში
16:5ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება.
16:6იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.
16:7ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.
16:8მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?
16:9ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 16:7
- მარკოზის სახარება 9:10მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?
- ლუკას სახარება 9:46მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
- მარკოზის სახარება 8:16ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო.
- მარკოზის სახარება 8:18თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ?
- მოციქულთა საქმენი 10:14ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.
- მათეს სახარება 15:16ხოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა?
- მათეს სახარება 15:18ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 16
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში