
მარკოზის სახარება 8:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.
მარკოზის სახარება 8:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 8:30 კონტექსტში
8:28ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.
8:29კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე.
8:30მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.
8:31და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
8:32აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:30
- მათეს სახარება 16:20მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე.
- ლუკას სახარება 9:21მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.
- მარკოზის სახარება 9:9ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებოდა მკვდრეთით.
- მარკოზის სახარება 8:26გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ.
- მარკოზის სახარება 7:36და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;
- მათეს სახარება 8:4და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში