
მარკოზის სახარება 8:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე.
მარკოზის სახარება 8:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე შაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 8:29 კონტექსტში
8:27წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე?
8:28ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.
8:29კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე.
8:30მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.
8:31და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:29
- იოანეს ეპისტოლე ა 4:15ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში.
- მათეს სახარება 16:15კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?
- მათეს სახარება 16:16სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:1ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს.
- ლუკას სახარება 9:20და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგო პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.
- იოანე 11:27მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.
- მოციქულთა საქმენი 9:20დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა.
- იოანე 4:42ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში