
მათეს სახარება 11:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
მათეს სახარება 11:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 11:1 კონტექსტში
11:1და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
11:2ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე.
11:3რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 11:1
- ესაია 61:1სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.
- ესაია 61:3დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.
- ლუკას სახარება 4:15და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
- ლუკას სახარება 4:21და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.
- ლუკას სახარება 8:1ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი.
- მათეს სახარება 9:35და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათს სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
- მოციქულთა საქმენი 10:38ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:10ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 11
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში