
ლუკას სახარება 4:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
ლუკას სახარება 4:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 4:15 კონტექსტში
4:13ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.
4:14დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელ არე-მარეს.
4:15და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
4:16მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.
4:17მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:15
- მათეს სახარება 4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
- მათეს სახარება 9:8ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.
- ლუკას სახარება 13:10შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.
- მარკოზის სახარება 1:27განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას?
- მათეს სახარება 13:54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
- მარკოზის სახარება 1:39დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათს სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ.
- ესაია 55:5აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობ, მოუწოდებ, და ხალხი, რომელიც არ გიცნობს, შენკენ გამოეშურება უფლის, შენი ღმერთის გამო და ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ.
- მარკოზის სახარება 1:45მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში