
მათეს სახარება 12:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან.
მათეს სახარება 12:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 5 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 12:38 კონტექსტში
12:36ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
12:37ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.
12:38მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან.
12:39ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა.
12:40ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 12:38
- კორინთელთა მიმართ ა 1:22ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
- მარკოზის სახარება 8:11გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.
- მარკოზის სახარება 8:12მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.
- ლუკას სახარება 11:16ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით.
- იოანე 2:18მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა?
- იოანე 4:48უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ.
- ლუკას სახარება 11:29როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.
- იოანე 6:30კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამოთ? მაინც რას მოიმოქმედებ?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 12
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში