გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 1:22: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 1:22

ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.

კორინთელთა მიმართ ა 1:22 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 1:22

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “რაოდენ დიდია სიბრძნე ამ სიტყვებში! უფალი გვიჩვენებს, თუ როგორ იმარჯვა ღმერთმა იმით, რაც გამარჯვებას არ მოასწავებდა. ქადაგება ხომ კაცთა საქმე არ არის. რას ნიშნავს ეს სიტყვები? როდესაც იუდეველებს ვეუბნებით, ირწმუნეთ-მეთქი, ისინი გვეუბნებიან: მკვდრები აღადგინეთ, ეშმაკეულნი განკურნეთ, სასწაულები გვიჩვენეთო. ჩვენ კი რას ვპასუხობთ სანაცვლოდ? იმას, რომ ის, ვისაც ჩვენ ვქადაგებთ, ჯვარს აცვეს და მოკვდა. ეს ხომ არა თუ ვერ მიიზიდავს მოწინააღმდეგეებს, არამედ შეიძლება შეაშინოს კიდეც ისინი, ვინც წინააღმდეგი არ არის. მაგრამ, საოცარია, არ აშინებს, არამედ იზიდავს, იკავებს და იმორჩილებს.”

    მთელი განმარტება

    რაოდენ დიდია სიბრძნე ამ სიტყვებში! უფალი გვიჩვენებს, თუ როგორ იმარჯვა ღმერთმა იმით, რაც გამარჯვებას არ მოასწავებდა. ქადაგება ხომ კაცთა საქმე არ არის. რას ნიშნავს ეს სიტყვები? როდესაც იუდეველებს ვეუბნებით, ირწმუნეთ-მეთქი, ისინი გვეუბნებიან: მკვდრები აღადგინეთ, ეშმაკეულნი განკურნეთ, სასწაულები გვიჩვენეთო. ჩვენ კი რას ვპასუხობთ სანაცვლოდ? იმას, რომ ის, ვისაც ჩვენ ვქადაგებთ, ჯვარს აცვეს და მოკვდა. ეს ხომ არა თუ ვერ მიიზიდავს მოწინააღმდეგეებს, არამედ შეიძლება შეაშინოს კიდეც ისინი, ვინც წინააღმდეგი არ არის. მაგრამ, საოცარია, არ აშინებს, არამედ იზიდავს, იკავებს და იმორჩილებს.

    წარმართები კი მჭევრმეტყველებასა და განსჯის ხელოვნებას მოითხოვენ ჩვენგან, ჩვენ კი მათაც ჯვარს ვუქადაგებთ. იუდეველთათვის ეს უძლურებაა, წარმართთათვის კი, სიგიჟე. ჩვენ ხომ მათ არც იმას ვთავაზობთ, რასაც ისინი ითხოვენ, არამედ მის საპირისპიროს. ჯვარი ხომ, გონიერების თვალსაზრისით, არა თუ სასწაული არ არის, არამედ სასწაულის საპირისპიროა. არა თუ ძალის ნიშანი, არამედ უძლურების ნიშანია. არა თუ სიბრძნის გამოხატულება, არამედ სიგიჟის დადასტურება.

    და მაინც, ისინი, ვინც სასწაულებსა და სიბრძნეს ითხოვენ, არა თუ ვერ იღებენ სათხოვარს, არამედ მის საპირისპიროს ისმენენ ჩვენგან და ამ საპირისპიროთი რწმუნდებიან. განა ეს არ არის უთქმელი ძალა იმისა, ვისაც ჩვენ ვქადაგებთ? წარმოიდგინეთ, ქარიშხალში მოხვედრილ ადამიანს, რომელიც ნავსაყუდელს ეძებს, თქვენ ნავსაყუდელის ნაცვლად ზღვაში სხვა, კიდევ უფრო საშიშ ადგილს მიუთითებთ და არწმუნებთ, რომ მადლიერებით გაცუროს იქით. ანდა ექიმი მივა დაჭრილთან, რომელიც წამალს ელოდება, და წამლის ნაცვლად დაპირდება, რომ მოწვით განკურნავს და ამაში არწმუნებს მას. განა ეს დიდი ძალის გამოვლინება არ იქნება?

    ასე იმარჯვებდნენ მოციქულები, არა სასწაულებით, არამედ იმით, რაც თითქოს სასწაულების საპირისპირო იყო. ასე მოიქცა ქრისტეც ბრმასთან: განკურნება რომ ეწადა, სიბრმავე იმით მოსპო, რაც სიბრმავეს წარმოშობს: “ტალახი დაადო თვალებზე” (იოან. 9:15). როგორც ბრმა განკურნა ტალახით, ისე მიიზიდა სამყარო ჯვრით, იმით, რაც ცდუნებას ზრდიდა და არა აქრობდა.

    ასე მოიქცა შექმნის დროსაც, როდესაც საპირისპირო საპირისპიროთი მოაწყო: ზღვას ქვიშით შემოავლო ზღუდე, ძლიერი სუსტით შეაკავა; მიწა წყალზე დაკიდო, მძიმე და მკვრივი თხევადსა და დენადზე დაამყარა. წინასწარმეტყველთა პირით რკინა აცურა წყლიდან მცირე ხის მეშვეობით (4 მეფ. 6:6). ასე აღადგინა სამყარო ჯვრით. როგორც წყალი იტევს მიწას, ისე ჯვარი იტევს სამყაროს. ამგვარად, საპირისპიროთი დარწმუნება დიდი ძალისა და სიბრძნის ნიშანია. ჯვარი თითქოს ცდუნებას წარმოშობს, მაგრამ ის არა თუ არ აცდუნებს, არამედ იზიდავს კიდეც.

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. თეოფილაქტე (გორსკი)18 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 1:22 კონტექსტში

1:20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?

1:21რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.

1:22ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.

1:23ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,

1:24ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 1:22

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 1

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში