
მათეს სახარება 4:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
მათეს სახარება 4:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (ცისკრის სახარება).
მათეს სახარება 4:23 კონტექსტში
4:21იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.
4:22მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.
4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
4:24და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.
4:25და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 4:23
- მათეს სახარება 9:35და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათს სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
- მარკოზის სახარება 1:39დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათს სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ.
- ლუკას სახარება 7:22მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
- მოციქულთა საქმენი 10:38ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი.
- მათეს სახარება 11:5ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
- ლუკას სახარება 4:15და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
- ლუკას სახარება 4:18სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
- მათეს სახარება 13:54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 4
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში