
მათეს სახარება 13:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი.
მათეს სახარება 13:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 13:4 კონტექსტში
13:2და შემოკრბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავში შევიდა და დაჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
13:3ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
13:4ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი.
13:5ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
13:6მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 13:4
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 13
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში