
მათეს სახარება 15:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს:
მათეს სახარება 15:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 7 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 15:1 კონტექსტში
15:1მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს:
15:2რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.
15:3ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 15:1
- მარკოზის სახარება 3:22ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
- ლუკას სახარება 5:21ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?
- მათეს სახარება 23:2მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;
- ლუკას სახარება 5:30ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
- მოციქულთა საქმენი 23:9ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოულობთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი?
- მათეს სახარება 5:20რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
- ლუკას სახარება 5:17ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათს განსაკურნავად.
- მარკოზის სახარება 7:1შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 15
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში