
მათეს სახარება 15:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.
მათეს სახარება 15:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-36 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 15:26 კონტექსტში
15:24ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს.
15:25ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე!
15:26ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.
15:27ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს.
15:28მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 15:26
- მარკოზის სახარება 7:27მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.
- მარკოზის სახარება 7:28ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს?
- მათეს სახარება 7:6ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
- ფილიპელთა მიმართ 3:2ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას,
- ეფესელთა მიმართ 2:12ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.
- გალატელთა მიმართ 2:15ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი.
- რომაელთა მიმართ 9:4რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც.
- მოციქულთა საქმენი 22:21მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 15
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში