გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ფილიპელთა მიმართ 3:2: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ფილიპელთა მიმართ 3:2

ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას,

ფილიპელთა მიმართ 3:2 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 4 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 20 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ფილიპელთა მიმართ 3:2

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ვის გულისხმობს ძაღლებში მოციქული? ფილიპეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც იგი ყველა ეპისტოლეში გულისხმობდა, იუდეველები, ბილწნი და საძაგელნი, ვერცხლისმოყვარენი და დიდების მაძიებელნი. მათ სურდათ მრავალი მორწმუნის გადაბირება და ქრისტიანობასთან ერთად იუდაიზმის ქადაგებით სახარების დამახინჯება. მათი ამოცნობა ადვილი არ იყო, ამიტომაც ამბობს მოციქული: ‘ეკრძალეთ ძაღლთა’.”

    მთელი განმარტება

    ვის გულისხმობს ძაღლებში მოციქული? ფილიპეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც იგი ყველა ეპისტოლეში გულისხმობდა, იუდეველები, ბილწნი და საძაგელნი, ვერცხლისმოყვარენი და დიდების მაძიებელნი. მათ სურდათ მრავალი მორწმუნის გადაბირება და ქრისტიანობასთან ერთად იუდაიზმის ქადაგებით სახარების დამახინჯება. მათი ამოცნობა ადვილი არ იყო, ამიტომაც ამბობს მოციქული: “ეკრძალეთ ძაღლთა”.

    იუდეველები უკვე აღარ არიან შვილები. ოდესღაც წარმართები იწოდებოდნენ ძაღლებად, ახლა კი, იუდეველები. რატომ? იმიტომ, რომ როგორც წარმართები იყვნენ განშორებულნი ღმერთსა და ქრისტეს, ასევე არიან ისინიც ახლა. ამით მოციქული მათ უსირცხვილობასა და თავხედობას ამჟღავნებს, მათ დიდ დაშორებას შვილებისაგან.

    წარმართები რომ ოდესღაც ძაღლებად იწოდებოდნენ, გაიხსენეთ ქანაანელი დედაკაცის სიტყვები: “ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამენ ნამუსრევთა, რომელნი ცვიან ტაბლით კაცთა მათთასა” (მათ. 15:27). მაგრამ რაკი ძაღლებიც კი სხედან ტაბლასთან, რათა იუდეველებს ესეც წაერთმიათ, მოციქული ამატებს მიზეზს, რომლითაც განაშორებს მათ: “ეკრძალეთ ბოროტთა მოქმედთა”.

    გასაოცარია სიტყვები: “ეკრძალეთ ბოროტთა მოქმედთა”. ისინი ბოროტებისთვის მოქმედებენ და მათი მოქმედება უმოქმედობაზე უარესია, ისინი არღვევენ კეთილად მოწყობილს.

    “ეკრძალეთ, ამბობს, წინადაცვეთას”. იუდეველებისთვის წინადაცვეთა უმნიშვნელოვანესად ითვლებოდა. კანონიც კი მას ემორჩილებოდა და შაბათიც მასზე დაბლა იდგა. წინადაცვეთის აღსრულებისთვის შაბათი ირღვეოდა, ხოლო შაბათის დაცვისთვის, არასდროს.

    დააკვირდით ღვთის განგებულებას: წინადაცვეთა შაბათზე მაღლა დგას, იგი არასდროს უქმდებოდა. მაშასადამე, თუ წინადაცვეთა გაუქმდა, მით უფრო, შაბათი. ამიტომაც პავლე არ იყენებს სიტყვა “წინადაცვეთას”, არამედ ამბობს: “ეკრძალეთ დაგლეჯას “. მას არ უთქვამს, რომ წინადაცვეთა ცუდია ან ზედმეტი, რათა არ შეურაცხყოს ეს ადამიანები. იგი უფრო გონივრულად იქცევა: ყურადღება საგნიდან გადააქვს და სასიამოვნო გამოთქმას იყენებს, რადგან უპირველესად საქმეზე ზრუნავს.

    გალატელების მიმართ კი სხვაგვარად წერს. ვინაიდან მათ დიდი სენი ჰქონდათ, მოციქული ღიად და სრული უფლებამოსილებით იყენებს სიტყვას “დაკვეთა” . ფილიპელების მიმართ, რომელთაც მსგავსი არაფერი ჩაუდენიათ, უფრო თავაზიანი გამოთქმით მიმართავს. ორივეს ამხელს, როდესაც ამბობს: “ეკრძალეთ დაგლეჯას, ვინაიდან წინადაცვეთა ჩვენ ვართ “.

  2. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  3. მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ფილიპელთა მიმართ 3:2 კონტექსტში

3:1სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა.

3:2ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას,

3:3რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.

3:4თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს:

პარალელური ადგილები: ფილიპელთა მიმართ 3:2

განაგრძე კითხვა: ფილიპელთა მიმართ 3

სრულად წაიკითხე: ფილიპელთა მიმართ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში