
მათეს სახარება 15:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი.
მათეს სახარება 15:34 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 9 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 15:34 კონტექსტში
15:32ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში.
15:33უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ?
15:34ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი.
15:35მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს.
15:36აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 15:34
- მათეს სახარება 16:9ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
- მათეს სახარება 16:10არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
- ლუკას სახარება 24:41მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?
- ლუკას სახარება 24:42და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
- იოანე 21:9ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური.
- იოანე 21:10უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 15
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში