
მათეს სახარება 16:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
მათეს სახარება 16:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 8 კვირის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 16:9 კონტექსტში
16:7ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.
16:8მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?
16:9ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
16:10არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
16:11ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 16:9
- მათეს სახარება 14:17ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?
- მათეს სახარება 14:21ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
- იოანე 6:9აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის?
- იოანე 6:13მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
- ლუკას სახარება 9:13უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს.
- ლუკას სახარება 9:17ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
- მათეს სახარება 15:16ხოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა?
- მათეს სახარება 15:17ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 16
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში