გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 16:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 16:23

ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცდური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.

მათეს სახარება 16:23 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 11 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 8 კვირის ოთხშაბათი (სახარება).

მათეს სახარება 16:23 კონტექსტში

16:21მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.

16:22მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!

16:23ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცდური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.

16:24მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.

16:25რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 16:23

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 16

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში