გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 8:5: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 8:5

რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.

რომაელთა მიმართ 8:5 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 7 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 8:5

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “(რომ. 8:5-7). ნუთუ ეს ხორცის დაგმობაა? სანამ ხორცი საკუთარ საზღვრებში რჩება, მასში არაფერია საძრახისი. მაგრამ როდესაც ყველაფერს ნებას ვრთავთ და იგი, ზღვარს გადასული, სულზე აღდგება, მაშინ ყველაფერს აზიანებს და აფუჭებს, არა საკუთარი ბუნებით, არამედ ზომიერების დაკარგვითა და მისგან მომდინარე უწესრიგობით.”

    მთელი განმარტება

    (რომ. 8:5-7). ნუთუ ეს ხორცის დაგმობაა? სანამ ხორცი საკუთარ საზღვრებში რჩება, მასში არაფერია საძრახისი. მაგრამ როდესაც ყველაფერს ნებას ვრთავთ და იგი, ზღვარს გადასული, სულზე აღდგება, მაშინ ყველაფერს აზიანებს და აფუჭებს, არა საკუთარი ბუნებით, არამედ ზომიერების დაკარგვითა და მისგან მომდინარე უწესრიგობით.

    “ხოლო რომელნი ხორციელად არიან, ხორციელთა ზრახვენ... ზრახვა ხორცთა სიკვდილი არს”. პავლე მოციქული არ ამბობს: ხორცის ბუნება ან სხეულის არსი, არამედ, “ზრახვა ხორცთა”, იმას, რისი გამოსწორება და განადგურებაც შესაძლებელია. ამ სიტყვებით იგი ხორცს საკუთარ ზრახვას არ მიაწერს. Მიუთითებს გონების უფრო უხეშ სწრაფვაზე, რომელსაც უწოდებს სახელს, აღებულს ადამიანის უარესი ნაწილიდან, მსგავსად იმისა, თუ როგორ უწოდებენ ხშირად მთელ ადამიანს სულითურთ, ხორცს.

    “ხოლო ზრახვა სულისა ცხორება არს და მშვიდობა”. აქაც სულიერ ზრახვაზე საუბრობს, როგორც ქვემოთაც წერს: “ხოლო რომელი იძიებნ გულთა, უწყის, რაჲ არს ზრახვა სულისა” (რომ. 8:27), და გვიჩვენებს უამრავ სიკეთეს, რომელიც მისგან მომდინარეობს როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი ცხოვრებისთვის. ხორციელ ზრახვასთან შედარებით, სულიერი ზრახვა გაცილებით მეტ სიკეთეს მოგვიტანს, ამას გამოხატავს მოციქული სიტყვებით: “ცხორება და მშვიდობა”. “ცხორება”, წინათქმულის საპირისპიროა, “ზრახვა ხორცთა სიკვდილი არს”, ხოლო “მშვიდობა”, შემდგომ ნათქვამის საპირისპირო, რადგან თქვა რა “მშვიდობა”, დაამატა: “რამეთუ ზრახვა ხორცთა მტერობა არს ღმრთისა მიმართ”, რაც სიკვდილზე უარესია.

    მაგრამ რატომ არის ხორციელი ზრახვა სიკვდილი და მტრობა? იმიტომ, რომ “სჯულსა ღმრთისასა არა ემორჩილების, რამეთუ ვერცა ძალუძს”. ნუ შევცბუნდებით სიტყვებისგან: “ვერცა ძალუძს”, რადგან ამ დაბრკოლების გადაჭრა ადვილია. ხორციელი ზრახვის სახელით მოციქული აქ გულისხმობს მიწიერ, უხეშ, ამქვეყნიურზე მიჯაჭვულ და ბოროტ საქმეებზე მიდრეკილ ზრახვას, რომელზეც ამბობს, რომ მას არ შეუძლია ღმერთს დაემორჩილოს.

    მაშ, რა იმედი გვაქვს ხსნისა, თუკი ბოროტს კეთილად გახდომა არ ძალუძს? მაგრამ ამას არ ამბობს მოციქული. პავლე მოციქული როგორ გახდა ასეთი დიდებული? ავაზაკი? მანასე? ნინეველები? დავითი როგორ აღდგა დაცემის შემდეგ? პეტრე როგორ მოეგო გონს, ქრისტეს რომ უარყო? უძღები შვილი როგორ დაუბრუნდა ქრისტეს სამწყსოს? გალატელებმა როგორ დაიბრუნეს დაკარგული მადლი? მაშასადამე, მოციქული იმას კი არ ამბობს, რომ ბოროტს კეთილად გახდომა არ შეუძლია, არამედ იმას, რომ შეუძლებელია, მანკიერებაში დარჩენილმა, ღმერთს ემორჩილო. ხოლო ვინც იცვლება, მას, რა თქმა უნდა, ადვილად შეუძლია გახდეს კეთილი და დაემორჩილოს ღმერთს.

    მას არ უთქვამს, რომ ადამიანს არ შეუძლია ღმერთს დაემორჩილოს, არამედ ამბობს, რომ ბოროტი საქციელი არ შეიძლება იყოს კეთილი. ეს იგივეა, რომ ვთქვათ: მრუშობა არ შეიძლება იყოს კდემამოსილება, ხოლო მანკიერება, სათნოება. როდესაც ქრისტე სახარებაში ამბობს: “არა შეუძლიან ხესა ბოროტსა ნაყოფთა კეთილთა ყოფაჲ” (მათ. 7:18), ამით არ უარყოფს მანკიერებიდან სათნოებაზე გადასვლის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ იმას ამბობს, რომ მანკიერებაში ყოფნას არ შეუძლია კეთილი ნაყოფის მოტანა. მას არ უთქვამს, რომ ცუდი ხე არ შეიძლება გახდეს კარგი, არამედ ამბობს, რომ ცუდად დარჩენილს არ შეუძლია კეთილი ნაყოფის მოტანა. ხოლო ის, რომ ცუდი შეიძლება შეიცვალოს, ქრისტემ ეს აქაც გვიჩვენა და სხვა იგავშიც, როდესაც ლაპარაკობდა ღვარძლზე. Ხორბლად იქცა, რის გამოც კრძალავს მის აღმოფხვრას, “ნუუკუა, შეკრებდეთ რაჲ ღუარძლსა, აღმოფხუათ მის თანა იორღაცა თქუენი” (მათ. 13:29), ანუ ის, რომელიც მათგან იქნება.

    მაშასადამე, მოციქული ხორციელ ზრახვად მანკიერებას უწოდებს, ხოლო სულიერ ზრახვად, მოცემულ მადლსა და კეთილი ნების მიერ მოწონებულ საქმიანობას, და აქ სულაც არ მსჯელობს არსსა და ბუნებაზე, არამედ სათნოებასა და მანკიერებაზე.

    რისი გაკეთებაც არ შეგეძლო, როდესაც კანონის ქვეშ იმყოფებოდი, ამის გაკეთება ახლა შეგიძლია, ამბობს მოციქული, შეგიძლია იარო პირდაპირ და სწორად, თუ სულისგან მიიღებ დახმარებას. არ არის საკმარისი მხოლოდ ხორცით არ იარო, არამედ სულითაც უნდა იარო, რადგან ჩვენი გადარჩენისთვის საჭიროა არა მხოლოდ ბოროტებისგან თავის არიდება, არამედ სიკეთის კეთებაც. ეს კი მაშინ იქნება, თუ სულს სულს მივცემთ, ხოლო ხორცს დავარწმუნებთ, რომ შეიცნოს თავისი მდგომარეობა. ამგვარად, ჩვენ მასაც სულიერს გავხდით, ისევე როგორც, თუკი უზრუნველობას მივეცემით, სულს ხორციელად ვაქცევთ.

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 8:5 კონტექსტში

8:3რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.

8:4და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.

8:5რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.

8:6ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.

8:7იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 8:5

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 8

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში