
მათეს სახარება 17:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
მათეს სახარება 17:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-10 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 17:22 კონტექსტში
17:20ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.
17:21ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.
17:22გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
17:23მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება. და დიდად დამწუხრდნენ ისინი.
17:24ხოლო როდესაც მიადგნენ კაპერნაუმს, მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 17:22
- მათეს სახარება 16:21მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.
- ლუკას სახარება 18:31წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;
- ლუკას სახარება 18:34მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
- მარკოზის სახარება 8:31და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
- მათეს სახარება 17:23მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება. და დიდად დამწუხრდნენ ისინი.
- ლუკას სახარება 9:44ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
- ლუკას სახარება 9:45მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს.
- მარკოზის სახარება 9:30წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 17
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში