
მათეს სახარება 17:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.
მათეს სახარება 17:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-7 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 17:4 კონტექსტში
17:2და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.
17:3და, აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი.
17:4და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.
17:5სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 17:4
- მარკოზის სახარება 9:5და უთხრა პეტრემ იესოს: რაბი! რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი - შენ, ერთი - მოსეს და ერთიც - ელიას.
- მარკოზის სახარება 9:6რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ.
- ლუკას სახარება 9:33ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა.
- გამოცხადება 22:3აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
- გამოცხადება 22:5ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 63:1ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
- ფსალმუნები 63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
- იოანე 14:8ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 17
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში