
ფსალმუნი 63:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
ფსალმუნი 63:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 63:5 კონტექსტში
63:3რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
63:4ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
63:6როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 63:5
- ფსალმუნები 36:7რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.
- ფსალმუნები 36:9რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
- ესაია 25:6გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით.
- ეზრა 3:11უმღერდნენ ქება-დიდებას უფალს: რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა მისი წყალობა ისრაელზე! მთელი ხალხი კი მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება- დიდებას უფლის სახლის დაფუძნების გამო.
- ეზრა 3:13ხალხი ვერ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდა ხალხი და შორს ისმოდა მათი ხმა.
- ფსალმუნები 43:4და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
- ფსალმუნები 17:15მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.
- ფსალმუნები 118:14ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 63
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 63 · გახსენი ბიბლიის მკითხველში