
მათეს სახარება 18:3: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
მათეს სახარება 18:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირის ორშაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მათეს სახარება 18:3
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ჰოი, ძმებო ჩემნო, ვინ შეძლებს ჩვენს კვლავ ბავშვებად ქცევას? ვერავინ, მხოლოდ ერთადერთი: ქრისტე. მას შეუძლია კვლავ ბავშვებად გვაქციოს და თავისი სიბრძნითა და სულიწმინდის ძალით დაგვეხმაროს ხელახლა დაბადებაში.”
მათეს სახარება 18:3 კონტექსტში
18:1იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?
18:2იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა
18:3და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
18:4ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.
18:5და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 18:3
- მარკოზის სახარება 10:14ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
- მარკოზის სახარება 10:15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:2როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის.
- მათეს სახარება 19:14ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი.
- ლუკას სახარება 18:16მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
- ლუკას სახარება 18:17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
- კორინთელთა მიმართ ა 14:20ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით.
- ფსალმუნები 131:2არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 18
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში