
მათეს სახარება 19:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ?
მათეს სახარება 19:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-12 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 19:20 კონტექსტში
19:18უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;
19:19პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
19:20უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ?
19:21იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
19:22ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 19:20
- გალატელთა მიმართ 3:24ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.
- ფილიპელთა მიმართ 3:6შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,
- მარკოზის სახარება 10:20ხოლო მან პასუხად უთხრა: მოძღვარო, ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან.
- მარკოზის სახარება 10:21იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
- ლუკას სახარება 18:21ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.
- ლუკას სახარება 18:22ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
- რომაელთა მიმართ 3:19მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.
- რომაელთა მიმართ 3:23რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 19
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში