გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 18:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 18:22

ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

ლუკას სახარება 18:22 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 17 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-33 კვირიაკე (სახარება).

ლუკას სახარება 18:22 კონტექსტში

18:20იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?

18:21ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.

18:22ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

18:23ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

18:24დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 18:22

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 18

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში