
მათეს სახარება 19:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?
მათეს სახარება 19:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 11 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 19:4 კონტექსტში
19:2თან მისდევდა დიდძალი ხალხი, და იქ განკურნა ისინი.
19:3მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი?
19:4ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?
19:5და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
19:6ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 19:4
- შესაქმე 2:23თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
- შესაქმე 1:27შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
- შესაქმე 5:2მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.
- მალაქია 2:15არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.
- ლუკას სახარება 10:26უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ?
- შესაქმე 2:18თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.
- მათეს სახარება 22:31ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს:
- მათეს სახარება 12:3ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 19
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში