
მათეს სახარება 19:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი?
მათეს სახარება 19:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 11 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 19:3 კონტექსტში
19:1როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა.
19:2თან მისდევდა დიდძალი ხალხი, და იქ განკურნა ისინი.
19:3მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი?
19:4ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?
19:5და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 19:3
- მარკოზის სახარება 10:2მიადგნენ ფარისევლები და საცდუნებლად ჰკითხეს: აქვს თუ არა ქმარს ცოლის გაშვების ნება?
- ებრაელთა მიმართ 3:9სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
- მათეს სახარება 22:35და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა:
- ლუკას სახარება 11:53ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,
- ლუკას სახარება 11:54რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.
- იოანე 8:6ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.
- მარკოზის სახარება 12:13მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის.
- მათეს სახარება 5:31ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 19
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში