გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 2:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 2:13

ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.

მათეს სახარება 2:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 24 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის ხუთშაბათი (მეცხრე ჟამი, სახარება).

მათეს სახარება 2:13 კონტექსტში

2:11როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

2:12და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.

2:13ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.

2:14ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს.

2:15და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს.

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 2:13

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 2

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში