
მათეს სახარება 20:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს
მათეს სახარება 20:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 მარტი, 2027, ყველიერის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 20:11 კონტექსტში
20:9მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი.
20:10მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს.
20:11და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს
20:12და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე.
20:13ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 20:11
- ლუკას სახარება 19:7ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:16ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა.
- მოციქულთა საქმენი 11:2და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს
- მოციქულთა საქმენი 11:3და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.
- იუდას ეპისტოლე 1:16ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.
- ლუკას სახარება 15:28ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო.
- ლუკას სახარება 15:30სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი.
- მოციქულთა საქმენი 13:45ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 20
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში