
მათეს სახარება 20:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.
მათეს სახარება 20:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 20:24 კონტექსტში
20:22იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.
20:23ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.
20:24ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.
20:25ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.
20:26ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 20:24
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:5ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
- იაკობის ეპისტოლე 4:5იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
- იაკობის ეპისტოლე 4:6მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.
- მარკოზის სახარება 10:41ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ.
- ფილიპელთა მიმართ 2:3ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
- ლუკას სახარება 22:23ხოლო მათ ერთმანეთში დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ამის ჩამდენი.
- ლუკას სახარება 22:25ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი.
- კორინთელთა მიმართ ა 13:4სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 20
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში