
მარკოზის სახარება 10:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ.
მარკოზის სახარება 10:41 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირა (სახარება).
მარკოზის სახარება 10:41 კონტექსტში
10:39მათ თქვეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.
10:40მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემ მარჯვნივ, და ვინ - მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს.
10:41ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ.
10:42ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ.
10:43ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 10:41
- იგავესნი 13:10მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.
- რომაელთა მიმართ 12:10ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.
- ფილიპელთა მიმართ 2:3ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
- მარკოზის სახარება 9:33მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?
- მარკოზის სახარება 9:36მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ:
- ლუკას სახარება 22:24დავობდნენ იმაზეც, თუ ვინ უფრო დიდად უნდა შერაცხილიყო მათში.
- იაკობის ეპისტოლე 4:5იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
- მათეს სახარება 20:24ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 10
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში