
მათეს სახარება 20:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინახა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები.
მათეს სახარება 20:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 მარტი, 2027, ყველიერის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 20:3 კონტექსტში
20:1ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები.
20:2დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი.
20:3მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინახა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები.
20:4და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.
20:5ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 20:3
- ტიმოთეს მიმართ ა 5:13ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი არიან, არამედ ყბედნიც, ცნობისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც.
- იგავესნი 19:15სიზარმაცემ ძილქუში იცის და არხეინი კაცი იშიმშილებს.
- მოციქულთა საქმენი 2:15ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.
- მარკოზის სახარება 15:25ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
- მათეს სახარება 11:16ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან
- მათეს სახარება 11:17და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
- მოციქულთა საქმენი 17:17ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
- მოციქულთა საქმენი 17:21ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 20
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში