
მათეს სახარება 23:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:
მათეს სახარება 23:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 23:1 კონტექსტში
23:1მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:
23:2მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;
23:3მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 23:1
- მათეს სახარება 15:10მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ:
- მათეს სახარება 15:20ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
- ლუკას სახარება 20:45ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა:
- ლუკას სახარება 20:46ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა;
- ლუკას სახარება 12:1ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.
- ლუკას სახარება 12:57ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი?
- მარკოზის სახარება 7:14მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:
- მარკოზის სახარება 12:38და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა,
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 23
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში