
მარკოზის სახარება 12:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა,
მარკოზის სახარება 12:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 თებერვალი, 2027 (სახარება).
მარკოზის სახარება 12:38 კონტექსტში
12:36რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.
12:37ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.
12:38და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა,
12:39სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე - სუფრის თავში ჯდომა.
12:40რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 12:38
- ლუკას სახარება 20:45ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა:
- ლუკას სახარება 20:47რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.
- მათეს სახარება 23:1მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:
- მათეს სახარება 23:7და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!
- ლუკას სახარება 11:43ვაი თქვენდა ფარისეველნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა.
- მათეს სახარება 6:5ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
- ლუკას სახარება 14:7როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:
- ლუკას სახარება 14:11რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 12
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში