
მათეს სახარება 25:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები.
მათეს სახარება 25:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 25:7 კონტექსტში
25:5და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა.
25:6მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.
25:7მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები.
25:8და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება.
25:9გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 25:7
- ლუკას სახარება 12:35დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული.
- გამოცხადება 3:19ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
- გამოცხადება 3:20აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:14ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.
- გამოცხადება 2:4თუმცა შენ წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული.
- გამოცხადება 2:5მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.
- გამოცხადება 3:2იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 25
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში