
მათეს სახარება 26:62 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენ წინააღმდეგ?
მათეს სახარება 26:62 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 26:62 კონტექსტში
26:60მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე,
26:61რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო.
26:62მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენ წინააღმდეგ?
26:63მაგრამ იესო დუმდა, და მღვდელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა?
26:64უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 26:62
- იოანე 18:19ხოლო მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს, ვინ იყვნენ მისი მოწაფეები, ან რას ასწავლიდა იგი.
- იოანე 18:24მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.
- იოანე 19:9ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა.
- იოანე 19:11იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.
- მათეს სახარება 27:12და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ.
- მათეს სახარება 27:14მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.
- ლუკას სახარება 23:9ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო.
- მარკოზის სახარება 14:60მაშინ შუაში ჩადგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: რატომ არაფერს იტყვი პასუხად, ესენი რომ მოწმობენ შენ წინააღმდეგ?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 26
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში