
მათეს სახარება 26:68 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?
მათეს სახარება 26:68 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 26:68 კონტექსტში
26:66რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია.
26:67მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ
26:68და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?
26:69პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?
26:70ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 26:68
- ლუკას სახარება 22:63ხოლო იესოს შემპყრობნი დასცინოდნენ და სცემდნენ მას;
- ლუკას სახარება 22:65და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი.
- მარკოზის სახარება 14:65ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:4რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:8მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.
- მათეს სახარება 27:39ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ
- მათეს სახარება 27:44მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.
- მსაჯულნი 16:25როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 26
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში