
მათეს სახარება 27:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
მათეს სახარება 27:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეხუთე სახარება).
მათეს სახარება 27:18 კონტექსტში
27:16იმხანად ჰყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა.
27:17ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე?
27:18რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
27:19და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.
27:20მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 27:18
- იგავესნი 27:4მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
- მარკოზის სახარება 15:10რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი.
- მოციქულთა საქმენი 5:17მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ.
- იაკობის ეპისტოლე 4:5იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
- შესაქმე 37:11შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.
- მოციქულთა საქმენი 13:45ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.
- მოციქულთა საქმენი 7:9მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
- ეკლესიასტე 4:4ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 27
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში