
იგავესნი 27:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
იგავესნი 27:4 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 27:4 კონტექსტში
27:2სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
27:3მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
27:4მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
27:5ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.
27:6მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 27:4
- იგავესნი 6:34რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს.
- იგავესნი 14:30მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა.
- მოციქულთა საქმენი 7:9მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
- იაკობის ეპისტოლე 3:14ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.
- იაკობის ეპისტოლე 3:16ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.
- იობი 5:2უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.
- მათეს სახარება 27:18რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
- მოციქულთა საქმენი 17:5მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 27
სრულად წაიკითხე: იგავესნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში