
მათეს სახარება 28:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
მათეს სახარება 28:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-34 კვირიაკე (ცისკრის პირველი სახარება).
მათეს სახარება 28:18 კონტექსტში
28:16ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
28:17იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
28:18მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
28:19მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
28:20ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 28:18
- იოანე 3:35მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:22რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
- მათეს სახარება 11:27ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
- ეფესელთა მიმართ 1:20რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,
- ეფესელთა მიმართ 1:22ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,
- ებრაელთა მიმართ 2:8და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას მორჩილებდეს;
- კორინთელთა მიმართ ა 15:27რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.
- დანიელი 7:13ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 28
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში