
მათეს სახარება 3:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა.
მათეს სახარება 3:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-31 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 3:8 კონტექსტში
3:6ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
3:7როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი, უთხრა მათ: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას?
3:8მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა.
3:9ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.
3:10ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 3:8
- ლუკას სახარება 3:8მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.
- მოციქულთა საქმენი 26:20არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:4რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:8თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.
- გალატელთა მიმართ 5:22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
- გალატელთა მიმართ 5:23თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
- ეფესელთა მიმართ 5:9ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.
- ფილიპელთა მიმართ 1:11სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 3
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში