
მათეს სახარება 4:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.
მათეს სახარება 4:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (ცისკრის სახარება).
მათეს სახარება 4:19 კონტექსტში
4:17შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
4:18და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
4:19და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.
4:20მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.
4:21იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 4:19
- მარკოზის სახარება 1:17და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.
- მარკოზის სახარება 1:18მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას.
- იოანე 12:26ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.
- მათეს სახარება 16:24მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.
- ლუკას სახარება 9:59ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევიო. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
- იოანე 1:43მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
- იოანე 21:22უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.
- ლუკას სახარება 5:27ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 4
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში