
მათეს სახარება 5:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
მათეს სახარება 5:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირა (სახარება).
მათეს სახარება 5:7 კონტექსტში
5:5ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
5:6ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
5:7ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
5:8ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
5:9ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 5:7
- ეფესელთა მიმართ 4:32არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
- ეფესელთა მიმართ 5:1მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
- მათეს სახარება 6:14თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
- მათეს სახარება 6:15ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
- მეფეთა ბ 22:26მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ.
- მათეს სახარება 18:33ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ?
- მათეს სახარება 18:35ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს.
- ფსალმუნები 18:25და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 5
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში