
მათეს სახარება 6:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
მათეს სახარება 6:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 მარტი, 2027, ყველის კვირა: ადამის განდევნა სამოთხიდან (სახარება).
მათეს სახარება 6:21 კონტექსტში
6:19ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
6:20არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.
6:21ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
6:22სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.
6:23ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 6:21
- კოლასელთა მიმართ 3:1თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
- კოლასელთა მიმართ 3:3რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:18როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი.
- ლუკას სახარება 12:34ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
- იგავესნი 4:23შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.
- ესაია 33:6ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე.
- ებრაელთა მიმართ 3:12იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
- იერემია 4:14გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! როდემდის უნდა იბუდოს შენს წიაღში უკეთურმა ზრახვებმა?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 6
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში