
მათეს სახარება 7:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
მათეს სახარება 7:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 7:18 კონტექსტში
7:16თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
7:17ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.
7:18არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
7:19ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 7:18
- გალატელთა მიმართ 5:17რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:9ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:10ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 7
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში