
მათეს სახარება 7:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
მათეს სახარება 7:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 7:19 კონტექსტში
7:17ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.
7:18არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
7:19ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
7:20ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.
7:21ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 7:19
- მათეს სახარება 3:10ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
- ლუკას სახარება 3:9ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
- ებრაელთა მიმართ 6:8ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.
- იოანე 15:2ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
- იოანე 15:6ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
- იუდას ეპისტოლე 1:12ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;
- ლუკას სახარება 13:6და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა.
- ლუკას სახარება 13:9იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 7
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში